04:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 14:09:23, 547 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის ტარიფების ფონზე, ფილიპინები ამერიკულ იმპორტზე გადასახადების შემცირებას აპირებს

ფილიპინები ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადის შემცირებას განიხილავს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანას და მათ შორის, ფილიპინებს ტარიფები დაუწესა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს

ფილიპინურ იმპორტზე აშშ-ს "საბაზისო", 10%-იანი ტარიფი ძალაში 5 აპრილს შევიდა. 9 აპრილს კი, ფილიპინებს დამატებით 18%-იანი ტარიფი დაუწესდება, ჯამში 28%. 

იმის შესახებ, რომ ფილიპინები ამერიკულ იმპორტზე ტარიფის შემცირებას განიხილავს, ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა ქრისტინა როქმა განაცხადა. 

"ჩვენ ამის გაკეთებას მართლაც ვაპირებთ". - განაცხადა მინისტრმა რეპორტიორის შეკითხვაზე, აპირებდა თუ არა მთავრობა აშშ-დან შემოსულ იმპორტულ პროდუქციაზე ტარიფების შემცირებას. 

როქმა არ დააკონკრეტა, თუ რა სახის იმპორტისთვის ან პროდუქტისთვის შემცირდება ტარიფები. 

მინისტრის განცხადებით, ფილიპინები ასევე განიხილავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ქვეყნების ასოციაციასთან შეერთებას აშშ-ს ტარიფების საპასუხო ზომების ერთობლივად მისაღებად. 

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა. 

ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.

"საბაზისო" 10%-იანი ტარიფები ძალაში 5 აპრილს შევიდა. 9 აპრილიდან ძალაში შევა აშშ-ს 50-მდე უმსხვილეს პარტნიორზე დაწესებული უფრო მკაცრი ტარიფები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics