2025-04-06 10:47:16, 813 ნახვა
მსოფლიო
ევროპის ქალაქებში ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
ევროპის დიდ ქალაქებში ასობით ადამიანი გამოვიდა მიტინგებზე და გამოთქვა უთანხმოება აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკასთან, იუწყება The Guardian.
ბერლინში, მომიტინგეები შეიკრიბნენ Tesla-ს შოურუმთან და აშშ-ს საელჩოსთან, რათა გააპროტესტეს ტრამპი და ელონ მასკი, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი და მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (DOGE). ზოგიერთ მონაწილეს ეჭირა აბრები, რომლებიც მოუწოდებდნენ შეერთებულ შტატებში "ქაოსის დასრულებას".
პარიზში დემონსტრანტები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ წარწერებით: "წინააღმდეგობა გაუწიეთ ტირანს", "კანონის უზენაესობა", "ფემინისტები თავისუფლებისთვის და არა ფაშიზმისთვის" და "გადავარჩინოთ დემოკრატია".
აქციები ასევე გაიმართა ლისაბონში, მაინის ფრანკფურტში და ლონდონში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,