06:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 15:20:59, 635 ნახვა

ეკონომიკა
დეკა დეველოპმენტი ვარკეთილში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი დეველოპერული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „დეკა დეველოპმენტი“ ვარკეთილში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონი დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი  4 მილიონ დოლარს შეადგენს.

აღნიშნული პროექტი გიორგი აბაშვილის #3-ში, ისთ ფოინთიდან 5 წუთის სავალზე, ხორციელდება და ის 22 სართულიანი სართულიანი სახლის მშენებლობას ითვალისწინებს. კომპლექსი ჯამში 308 ბინას, საპარკინგე სივრცეს, ბავშვთა გასართობ და მოსასვენებელ სივრცეს გააერთიანებს.

მშენებლობა 2024 წლის ივნისში დაიწყო და 2026 წლის დეკემბერში დასრულდება.

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. დეკა დეველოპმენტთან 2023 წლიდან ვთანამშრომლობთ და უკვე ორი პროექტი: დეკა ვერონა და დეკა გარემო განვახორციელეთ. აღსანიშნავია, ახალი პროექტის მშენებლობა უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური მასალებით ხორციელდება, რაც მობინადრეებს კომუნალური დანახარჯების დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, პროექტის მიმდებარედ 16 ჰექტარზე რეკრეაციული სივრცე შენდება. კომპანია სამომავლოდ არაერთი დეველოპერული პროექტის განხორციელებას გეგმავს, მათ შორის გლდანსა და კრწანისში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მათ. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics