|
2025-02-25 11:30:12, 677 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი | 2024 წლის პასუხისმგებელი დამსაქმებელი
ბაზისბანკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვა და მათთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. 2023 წლიდან, ბაზისბანკის გაორმაგებულ გუნდზე ზრუნვა და მათთვის საუკეთესო გარემოს შექმნა სტრატეგიულ ამოცანად დასახელდა. შემუშავდა პროექტი „BB ერთობა“, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომელთა ჩართულობის და მოტივაციის ამაღლებას, გუნდური სულისკვეთებისა და ლოიალობის გაძლიერებას. განისაზღვრა სამოქმედო გეგმა და განხორციელდა შესაბამისი ინიციატივებისა და ბენეფიტების იმპლემენტაცია. „BB ერთობის” ფარგლებში, ბაზისბანკის თანამშრომელთა ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტი მნიშვნელოვანი აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა: • თემატური სემინარები, შეხვედრები და მასტერკლასები • ტრენინგებით კვალიფიკაციის ამაღლება • შიდა და გარე სპორტულ ჩემპიონატებში ასპარეზობა • კულტურულ და თეატრალურ ღონისძიებებზე დასწრება • საქველმოქმედო ინიციატივებში ჩართულობა • შემეცნებითი და საგანმანათლებო აქტივობები • ფოტომოყვარულთა ვორქშოფები და კონკურსი • ბანკში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების და მიღწევების აღნიშვნა • გუნდის წევრებისთვის სამოტივაციო აქტივობები • სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები თანამშრომლებისთვის 2024 წელს, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის - MELIORA-ს წლის „პასუხისმგებელი დამსაქმებლის“ კატეგორიაში, გამარჯვებული მსხვილი კომპანია, ბაზისბანკი გახდა. ბანკი, ასევე წარდგენილი იყო კატეგორიაში „საზოგადოების მხარდაჭერა“, რომელშიც პროექტით „ბაზისბანკი - სოციალური მეწარმოების მხარდამჭერი“, ფინალისტებს შორის მოხვდა. პროექტ „BB ერთობის“ გარშემო ბაზისბანკმა ოთხი ქართველი მხატვარი გააერთიანა, რომლებიც სერიებზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ და საბოლოდ შეიქმნა 1,000 ფრაგმენტი - თითოეული მათგანი თანამშრომლებს საშუალებას აძლევს გახდეს აბსტრქაციის უშუალო მონაწილე. ავტორები ადრესატებს ინტერპრეტაციისა და ინდივიდუალურად აღქმის საშუალებას აძლევენ. ნამუშევრები ერთიან სერიებს - ბაზისბანკის ფილოსოფიის - ერთობის სიმბოლოს ქმნის. „BB ერთობის” განხორციელების შედეგად გაუმჯობესდა თანამშრომლების კმაყოფილების ხარისხი, გაიზარდა მათი პროდუქტიულობა და კომპანიის მიმართ ლოიალობა. თანამშრომლების გადინების მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა. პროექტი ხელს უწყობს ბაზისბანკში უსაფრთხო, თანასწორი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას, რომელშიც თანამშრომლების საჭიროებები პრიორიტეტულია, ხოლო ერთ გუნდად მუშაობა – სასიამოვნო. სამომავლოდ, თანამშრომლებისგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით, დაგეგმილია პროექტის განახლება და გაფართოება. ერთობა, ჩვენი ფილოსოფია
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)