15:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-30 17:31:22, 394 ნახვა

ეკონომიკა
3 და 6 იანვარი, ასევე, 8-დან 10 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეებათ განისაზღვრა

2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამასთან, სამუშაო სპეციფიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სებ-ის მონეტარული და საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება.

3 და 6 იანვარს, ასევე, 8-დან 10 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები, ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამ პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც. მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება.

რაც შეეხება სებ-ის საკოლექციო პროდუქციას მათი რეალიზაცია 2025 წლის 13 იანვრიდან იქნება შესაძლებელი. ყვარლის ფულის მუზეუმი კი მუშაობას 11 იანვრიდან განაახლებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics