|
2024-11-14 15:42:36, 685 ნახვა
ეკონომიკა
500 Global in Eurasia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა ლისაბონში მიმდინარე საერთაშორისო Web Summit-ზე მიიღეს მონაწილეობა
11-14 ნოემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში Web Summit-ი იმართება. ღონისძიება თავს უყრის 3000-ზე მეტ სტარტაპს, 70 000-ზე მეტ მონაწილესა და 1000-ზე მეტ ინვესტორს - მათ, ვინც ტექნოლოგიების ინდუსტრიას ცვლიან. წელს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე - Web Summit 2024 - ზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ,,აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, “StartUP in Georgia” ინიციატივით წარდგა. წელს სამიტში მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს ბანკის“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის თანამშრომლობით, რეგიონში 500 Global in Eurasia-ს სახელით განხორციელებული აქსელერაციის პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა. სამიტის ფარგლებში, სტარტაპების დამფუძნებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაემყარებინათ საერთაშორისო კავშირები, გასცნობოდნენ ინდუსტრიის ტენდენციებს, მიეღოთ წვდომა ვენჩურული კაპიტალის ეკოსისტემაზე, ამასთან, ჩამოეყალიბებინათ მნიშვნელოვანი საქმიანი კავშირები, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის ზრდის დაჩქარებას. საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში, 500 Global in Eurasia-ში მონაწილე სტარტაპებმა საკუთარი კომპანიები საქართველოს პავილიონში წარადგინეს. Web Summit-ში მონაწილეობდნენ 500 Global in Eurasia-ს მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაკადის სტარტაპები:
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)