|
2024-10-03 16:38:21, 375 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - საუდის არაბეთისთვის საქართველოს ეკონომიკური პროგრესი ძალიან შთამბეჭდავია
საუდის არაბეთიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მიმართულებით, მათთვის ძალიან შთამბეჭდავია ის ეკონომიკური პროგრესი, სტაბილური ვითარება და პროგნოზირებადობა, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენ ქვეყანას გააჩნია, შესაბამისად, ვისაუბრეთ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც შეეხება ინვესტირებას სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში, ასევე უძრავი ქონების, სტუმარ-მასპინძლობის, ნავთობისა და გაზის აღმოჩენების, ენერგეტიკის მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთის ბიზნესდელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლებიც თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარესთან, ჰასან ალ-ჰუვაიზისთან ერთად იმყოფებიან. შეხვედრას ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი პერტაია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი ესწრებოდნენ. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ბიზნესსაბჭო, რომელიც საქართველოსა და საუდის არაბეთის მთავრობების გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა, ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების წახალისებისთვის. “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობა. კონკრეტულ ბიზნესებთან ვისაუბრეთ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ვფიქრობ, ამ ინვესტიციების განხორციელებით შესაძლებელია დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და დამატებითი ბიზნესშესაძლებლობების გაჩენა“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ლევან დავითაშვილთან შეხვედრამდე საქართველო-საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნესსაბჭოს სხდომა, ასევე ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა ვაჭრობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის, IT ტექნოლოგიების, მედიცინის, მშენებლობის და სხვა სექტორებიდან. ბიზნესფორუმის ფარგლებში Medical Bridge-ს, Polymer Solution-სა და Gulf Pharma-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელთა შედეგად საქართველოში ორმოცდაათ მილიონზე მეტი ევროს ინვესტიცია განხორციელდება. ორმხრივ ბიზნესფორუმში 70-მდე საუდელი ბიზნესმენი მონაწილეობდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)