11:59 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 11:57:57, 342 ნახვა

პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: მინსკის მოლაპარაკების შედეგებს მივესალმებით და ვიმედოვნებთ, რუსეთი ვალდებულებებს შეასრულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინსკის მოლაპარაკების შედეგებს მიესალმება.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ  რუმინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა, იმედი აქვს, რუსეთი მინსკის შეთანხმებით მოცემულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს.

"ჩვენ მივესალმებით შედეგს და გამოვთქვამთ იმედს, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება. ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ განსხვავებით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6 პუნქტიანი შეთანხმებისა, რუსეთი შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ამ შეთანხმებაშია აღნიშნული და სრულფასოვნად პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

ცნობისთვის, მინსკში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა 16 საათზე მეტხანს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. მოლაპარაკების შედეგად დადგინდა, რომ საომარი მოქმედების პირველი ხაზიდან როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმიის მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება და 15 თებერვალს 12 საათიდან  ცეცხლი შეწყდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics