03:12 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-22 13:44:08, 382 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ფინალურ რაუნდზე საბერძნეთში გაემგზავრებიან - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადა ორგანიზაცია GELi-ს (საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა) მიერ, “საქართველოს ბანკის“, Economic Fundamentals Initiative (EFI)-ის და თავისუფალ უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება.

ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის 11 გამარჯვებული ეკონომიკის ბანაკში იღებდა მონაწილეობას. ერთი კვირის განმავლობაში ისინი საერთაშორისო, ფინალურ ტურში ასპარეზობისთვის ემზადებოდნენ, რომელიც 1-4 სექტემბერს საბერძნეთში გაიმართება.

საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად 5 მოსწავლე შეირჩა. საბერძნეთში გამართულ ფინალურ ტურში საქართველოს წარადგენენ - ანი გვარამაძე, ანა მაისურაძე, თედო კილაძე, გიორგი პეტუაშვილი, მირიან ფაიქიძე.

პირველად, ქართული დელეგაციის მიერ შექმნილ ბანაკში ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში ჩართული ქვეყნების გამარჯვებულებიც მონაწილეობდნენ უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს შორის გამოცდილების გაზიარებას და ახალი ცოდნის შეძენას.

ბანაკში მოსწავლეებს ლექციებს უკითხავდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და ეკონომისტები, მათ შორის, წიგნის "საღი აზრის ეკონომიკა" თანაავტორები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო ტურში მონაწილეობა 1 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. ეროვნულ რაუნდში კი გამოვლინდა 11 ფინალისტი, რომლებიც საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ, სადაც ფინალური ეტაპისთვის – საბერძნეთში საერთაშორისო რაუნდზე მონაწილეობისთვის ემზადებოდნენ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics