08:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-14 12:14:08, 396 ნახვა

ეკონომიკა
ტურაშვილი - ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად სახელმწიფოსგან მხარდაჭერის მიღება აუქციონის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად იქნება შესაძლებელი

 მიმდინარე წლის სექტემბრიდან ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებულ პირს,  რომელიც დააკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს მხარდაჭერის სქემის განახლებული პირობებით და აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად მიიღოს ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით მიიღო.

მთავრობის განკარგულებით დადგინდა ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც 15 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსთან   ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლებს დაინტერესებული პირი.

ფიქსირებული მედიანური ტარიფები განისაზღვრა შემდეგნაირად:

• ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) – 6,5 აშშ დოლარ ცენტი;

• ქარის ელექტროსადგურები - 6,0 აშშ დოლარ ცენტი;

• მზის ელექტროსადგურები - 5,6 აშშ დოლარ ცენტი;

ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, აღნიშნული ტარიფები განისაზღვრა სიმძლავრის მეორე აუქციონის შედეგად, სადაც დაფიქსირდა ინვესტორთა მაღალი აქტივობა, წარმოდგენილი განაცხადების ჯამური სიმძლავრე კი რამდენჯერმე აღემატებოდა გამოცხადებულ სიმძლავრეს. შესაბამისად, ფიქსირებულ ტარიფებად განისაზღვრა ამავე აუქციონში დადგენილი მედიანური ტარიფები.

"სიმძლავრის მეორე  აუქციონმა აჩვენა, რომ  ენერგეტიკული სექტორის დაინტერესება საკმაოდ დიდია და წარმოდგენილია ტარიფი, რომელიც დარგში ადაპტირებულია და მოემსახურება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. შესაბამისად, თითოეულ დაინტერესებულ პირს  საქართველოს მთავრობისგან ექნება მყარი მხარდაჭერა 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე" - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია  სექტორის მხარდასაჭერად და უზრუნველყოფს ინვესტორთა დაინტერესებას როგორც ქართული, ისე უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.

უახლოეს პერიოდში სამინისტროს მიერ გამოცხადდება განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეების პირდაპირი შერჩევა ჰიდროელექტროსადგურების (მოდინებაზე), ქარისა და მზის ელექტროსადგურების კატეგორიებში.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics