07:01 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-01 14:18:41, 370 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ზუგდიდში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსურ საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

"საქართველოს ბანკი" აგრძელებს რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბუღალტერთა კლუბის ჩართულობით, ბათუმის შემდეგ, მორიგი შეხვედრა ზუგდიდში გამართა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ფინანსური და საგადასახადო საკითხები გააცნო.

ღონისძიების მონაწილეები საგადასახადო კოდექსში და შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებებში შეტანილ ცვლილებებს გაეცნენ. ასევე განიხილეს საკითხი ახალი საჯარო გადაწყვეტილება გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე.

„რეგიონული ბიზნესების მხარდაჭერა "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვიკვლევთ მათ საჭიროებებსა და ინტერესებს, შემდეგ კი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საპასუხოდ, რელევანტურ პროექტებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ. ამჯერად, რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებთან, მათ შორის ტურიზმის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, ფინანსური და საგადასახადო საკითხები მიმოვიხილეთ. ფინანსური საკითხების მოწესრიგება ამ ტიპის ბიზნესებისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა, შესაბამისად, მათ არაერთ შეკითხვაზე მიიღეს კვალიფიციური პირებისგან პასუხები და რეკომენდაციები. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას“, - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

მცირე და საშუალო ბიზნესების ინტერესებზე მორგებული პროექტების ან შეთავაზებების აღმოსაჩენად ეწვიეთ "საქართველოს ბანკის" ვებგვერდს, ხოლო იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ღონისძიებები, ადევნეთ თვალყური "საქართველოს ბანკი ბიზნესის" "ფეისბუქ გვერდს".





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics