|
2024-07-19 11:13:57, 390 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, მწვანე კონცხზე, Greenwood Hotel, Restaurant & Spa გაიხსნა
ბაზისბანკის მიერ აქტიურ რეჟიმში გრძელდება საქართველოს მასშტაბით სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერა. ბაზისბანკთან პარტნიორობით, მწვანე კონცხზე, ზღვისა და ბოტანიკური ბაღის ხედებით, ახალი სასტუმრო Greenwood Hotel, Restaurant & Spa გაიხსნა. ბაზისბანკის მიერ, სასტუმროს მშენებლობისა და აღჭურვის მინზობრიობით განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერის მოცულობამ 3.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სასტუმრო გრინვუდი მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის გვერდით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს და 74 ნომერს აერთიანებს. სტუმრებს თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა ტიპის ნომრები ზღვისა თუ ბოტანიკური ბაღის ხედით, ვერანდითა და პირადი ჯაკუზით. თითოეული ნომერი თანამედროვე ინტერიერითა და დახვეწილი დეტალებით გამოირჩევა და სტუმრების კომფორტისა და საუკეთესო განწყობის შესაქმნელად მაქსიმალურად არის აღჭურვილი, მათ შორის, საჭირო ტექნიკითა და სწრაფი ინტერნეტით. სასტუმროს კომფორტული ნომრები, სპა, აუზი, რესტორანი და ინფრასტრუქტურა მშვიდი დასვენების წინაპირობაა. „შავიზღვისპირეთში ზაფხულის გასატარებლად, სასტუმრო გრინვუდში საუცხოო ბუნება, პლაჟი, სუფთა ჰაერი, ულამაზესი ხედები და დაუვიწყარი გარემო ელოდება დამსვენებლებს, ადგილზე, სადაც ტყისა და ზღვის ერთიანობას, სასტუმრო გრინვუდის სიმყუდროვე ერწყმის და მომავალში კიდევ არაერთხელ დაბრუნების სურვილს აჩენს. მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკთან ორმხრივი პარტნიორობით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ ბანკის პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერით, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც კიდევ უფრო გაფართოვდება“,- ამბობს გირნვუდის გენერალური მენეჯერი სოფიკო მეგრელიშვილი.
„ბაზისბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ აჭარის რეგიონში კიდევ ერთი წარმატებული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ და ყოველთვის მზად ვართ დავრჩეთ მათ საიმედო ფინანსურ პარტნიორად“,- აცხადებს ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)