09:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-10 12:39:39, 345 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ უბანში Avant Group-ის საცხოვრებელი კომპლექსი - „მომა ლივ“ შენდება

"თიბისის" მხარდაჭერით, თბილისში, დიმიტრი უზნაძის #43-ში, სამშენებლო და დეველოპერული კომპანია Avant Group-ის საცხოვრებელი კომპლექსი - „მომა ლივ“ შენდება. 

კომპლექსი ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე დაგეგმილი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და პარკის სიახლოვეს შენდება და სწორედ ამ კონცეფციას უკავშირდება მისი სახელი. თანამედროვე ხელოვნებით შთაგონებული საცხოვრებელი პროექტი ურბანული ცხოვრებისა და ხელოვნების ელემენტებს გააერთიანებს და ამავდროულად, სრულ კომფორტს შექმნის მაცხოვრებლებისათვის.  

პროექტის ჯამური ღირებულება 9 მლნ. დოლარამდეა, საიდანაც "თიბისის" თანამონაწილეობა, 5.95 მლნ დოლარს შეადგენს. 

დაბალი განაშენიანების 6 სართულიანი კორპუსი 64 ბინას მოიცავს. 

კომპლექსში გათვალისწინებულია საცურაო აუზი, საუნა, ფიტნეს დარბაზი, მიწისქვეშა ავტოსადგომი და საერთო სამუშაო სივრცე. კომპლექსის 1000 კვ.მ რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, სადაც მოსასვენებლი სივრცეები მოეწყობა.

მობინადრეების კომფორტული ყოველდღიურობა - კონსიერჟის მომსახურებით, უსაფრთხოება კი ვიდეო კამერებით იქნება უზრუნველყოფილი. 

მსურველებს,  41-484 კვ.მ ფარგლებში, სხვადასხვა ფართის ბინის შეძენა შეუძლიათ, რომელიც მწვანე კარკასის კონდიციით ჩაბარდებათ. 

მშენებლობის დასრულება 2025 წელს იგეგმება. 

კომპანია Avant Group-ს, 2014 წლიდან, ჯამში 1 000 000 კვ.მ-ის ფართის არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. კომპანიის 360 გრადუსიანი მენეჯმენტ სისტემა დაგეგმარებას, დიზაინს, მშენებლობის ზედამხედველობასა და საოპერაციო მხარდაჭერას აერთიანებს. 

„მომა ლივის“ შესახებ, დამატებით დეტალებს გაეცანით Facebook გვერდზე და ასევე, ვებ-გვერდზე. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics