23:58 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-03 20:45:38, 426 ნახვა

ეკონომიკა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2023 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2023 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ თავის გამოსვლაში იმ მნიშვნელოვან შედეგზე ისაუბრა,რომლებიც ინსპექტირებების გაზრდილი ოდენობის,დასაქმებულებსა და დამსაქმებელთან დაბალანსებული, პარტნიორული მიდგომისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების შედეგად იქნა მიღწეული. 

"კერძოდ, 2023 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმებსა და შრომით უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებით 2023 წელს 5544 ინსპექტირება ჩატარდა.
42%ით შემცირდა სამუშაო ადგილზე მომხდარი ფატალური უბედური შემთხვევების მაჩვენებელი.
შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული ინსპექტირებები 82 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო. 

2022 წელთან შედარებით 1,5-ჯერ გაიზარდა პირველადი და განმეორებითი ინსპექტირებების რაოდენობა, ასევე 1,5-ჯერ გაიზარდა შემოწმებული სამუშაო ადგილების ოდენობა. 
მნიშვნელოვანია, რომ 23%-ით გაიზარდა იმ ობიექტების რაოდენობა, რომლებმაც პირველივე გადამოწმებისას სრულად აღმოფხვრეს დარღვევები. 

რაც შეეხება შრომით უფლებებზე ზედამხედველობას, ამ მიმართულებით ჩატარებული ინსპექტირებები 72 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო. 

67 დამსაქმებელს დაუდგინდა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.
იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩატარდა 300ზე მეტი ინსპექტირება.

სამედიცინო სექტორში მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებაზე ზედამხედველობის მიზნით ჩატარებული ინსპექტირებები, სამედიცინო სექტორში დასაქმებულ 24 000-ზე მეტ პირს შეეხო.
ასევე 2023 წლის სექტემბრიდან, უწყების მანდატს დაემატა შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმების აღსრულებაზე კონტროლი. 
2024 წელს, ნარჩუნდება სამუშაო ადგილზე ფატალურ უბედურ შემთხვევათა კლების ტენდენცია და კიდევ უფრო იზრდება ინსპექტირებათა რაოდენობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics