2024-05-28 14:37:21, 397 ნახვა
ეკონომიკა
სებ-მა სავალუტო აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.
"დღეს, 28 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 60 მლნ აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა",- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,