|
2024-03-14 17:43:13, 1396 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებას, "თიბისი კაპიტალმა" ახალი ინიციატივით უპასუხა და საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანმა მოთამაშეებმა: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, ქართველი ემიტენტები და სხვა. კონფერენციის მონაწილე მსოფლიოში წამყვანმა ექსპერტებმა, "თიბისი კაპიტალის" გუნდთან ერთად, საკუთარი გამოცდილება, ბაზრის ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები გააზიარეს. "ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი კაპიტალის ბაზრის პირველი საერთაშორისო კონფერენციის სახით, რომელსაც ყოველწლიურად ვუმასპინძლებთ. თბილისში, "თიბისი კაპიტალის" ორგანიზებით, კონფერენციის მონაწილეებისა და სტუმრების სახით, ძალიან მნიშვნელოვანი აუდიტორია შეიკრიბა: ხელისუფლების წარმომადგენლები, ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლები, როგორებიცაა J.P. Morgan და Citi, დარგის ექსპერტები, საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორები, ადგილობრივი ემიტენტები. კაპიტალის ბაზრის უპრეცედენტო ზრდის მომსწრეები და მონაწილეები ვართ. განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა საჯარო ობლიგაციების ადგილობრივი ბაზარი, რომელიც გასულ წელს გაორმაგდა და ჯამში 2 მილიარდ ლარს მიაღწია. "თიბისი", როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, ბაზრის სწრაფ ზრდას ამ კონფერენციით პასუხობს, სადაც ყველა დაკავშირებული მხარე ერთად შევიკრიბეთ, ბაზრის შედეგები განვიხილეთ და სამომავლო პოტენციალი და პერსპექტივები შევაფასეთ. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველი და მომავალში უკვე ტრადიციული კონფერენციით, ბაზრის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი", - აცხადებს გიორგი თხელიძე, "თიბისის" გენერალური დირექტორის მოადგილე. კონფერენციაზე, ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი თემები დაიფარა, როგორებიცაა:
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)