|
2024-03-07 16:13:04, 1342 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Lion Development თბილისში მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია Lion Development ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში, 6 853 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 12 000 000 აშშ დოლარია, რომლის 40%-ს "საქართველოს ბანკის" მიერ განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს. პროექტში, საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებთან ერთად, რეკრეაციული, მწვანე სივრცეები, პარკინგი და სხვა ინფრასტრუქტურაა გათვალისწინებული. 15-სართულიან კომპლექსში 271 ბინა განთავსდება, სამშენებლო სამუშაოები კი 2021 წლის მარტში დაიწყო და 2024 წლის აგვისტოში დასრულდება. „კომპანია Lion development სამშენებლო ბაზარზე 2015 წლიდანაა წარმოდგენილი. ჩვენი მთავარი მიზანი ხარისხიანი, ეკომეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნაა. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მუშაობს პროდუქტსა და მომსახურებაზე, რომელიც ჯანსაღი საცხოვრებელი სივრცის შექმნისკენაა მიმართული. Lion Development მშენებლობის მაღალ სტანდარტებს იცავს და მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და დედაქალაქზე გამორჩეულ ხედებს სთავაზობს“, - ამბობს კომპანიის დირექტორი, გიორგი ხუჯაძე და აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროექტის მშენებლობისას მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური მასალები გამოიყენება. „საქართველოს ბანკი" პარტნიორი დეველოპერული კომპანიების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ Lion Development-თან თანამშრომლობა გრძელდება და სულ მალე თბილისს მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით შესრულებული, მულტიფუნქციური, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შეემატება. ჩვენ არ ვჩერდებით - ვაგრძელებთ ქვეყნის მასშტაბით არაერთი პროექტის განვითარებას და ბიზნესის ხელშეწყობას“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნიკოლოზ მითაიშვილმა. აღსანიშნავია, რომ პარტნიორობის ფარგლებში, "საქართველოს ბანკის" მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, Lion Development-ის კომპლექსში ბინის იპოთეკური სესხით შეძენისას სპეციალური, 7%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)