14:06 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 20:46:33, 431 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

12-13 თებერვალს, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ ეწვევა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, 12 თებერვალს, ბოგდან აურესკუ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავების საერთაშორისო სემინარში. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში EUMM-ის მისიაში გამართავს შეხვედრას.

13 თებერვალს, ბოგდან აურესკუ ოფიციალურ შეხვედრებს გამართვას საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან.  რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ქართველ კოლეგას, თამარ ბერუჩაშვილს, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებს მოინახულებს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

ამასთან, ბოგდა აურესკუ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics