|
2024-02-21 14:12:06, 699 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებისთვის Ads მენეჯერის ვებინარს გამართავს
„საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებისთვის ტექნოლოგიური სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ორგანიზებით 23 თებერვალს, 19:00 -ზე Ads მენეჯერის ვებინარი - „როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური შეთავაზებები 3 და 8 მარტისთვის Ads მენეჯერით” გაიმართება. ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ თუ როგორ შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან, თუნდაც, PLUS ქულის შეთავაზება 1,400 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებლისთვის Ads მენეჯერის დახმარებით - მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე და გაზარდონ ბიზნესის გაყიდვები. ამასთანავე, ისინი მიიღებენ ინფორმაციას ციფრული სასაჩუქრე ბარათების შესახებ, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი საუკეთესო საჩუქრად აქციონ. ვებინარი გაიმართება ონლაინ, ზუმის მეშვეობით. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი ინოვაციური პროდუქტები, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის ზრდას და განვითარებას. შეთავაზების მართვის ახალი პლატფორმა - Ads მენეჯერი „საქართველოს ბანკის“ ახალი პროდუქტია, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს და ის ბიზნესებს მონაცემებზე დაფუძნებით გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. Ads მენეჯერის და სასაჩუქრე ბარათების გამოყენება ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან გაზაფხულის დღესასწაულები ახლოვდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ელოდება მათთვის საინტერესო შეთავაზებებს. ვებინარზე ვისაუბრებთ Ads მენეჯერის ყველა იმ შესაძლებლობაზე, რაც ბიზნეს მომხმარებლებისთვის 1 სივრცეში არის ხელმისაწვდომი, როგორ უნდა გამოიყენონ ის. ეს კიდევ ერთი კარგი ინსტრუმენტია მათთვის, ვინც საკუთარი ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ეძებს“, - განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსმა. ვებინარზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)