03:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-14 16:20:48, 983 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“​ მხარდაჭერით Brunch by Gastronome-ის მეხუთე ობიექტი გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“​ ბიზნესების გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, „გასტრონომ ჯგუფმა“ Brunch by Gastronome-ის ახალი, მეხუთე ობიექტი, „გალერია თბილისში“ გახსნა.

Brunch by Gastronome „გასტრონომ ჯგუფის“ ახალი პროექტია,  რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ ჯანსაღ, Takeaway მენიუს სთავაზობს.

“გასტრონომ ჯგუფი” მეხუთე წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს.  კომპანიის მიზანია საქართველოში პრემიუმ ხარისხის კვების პროდუქტების მოხმარების კულტურის დამკვიდრება და გასტრონომიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ის პრემიუმ დელიკატესების მაღაზიათა ქსელს, რესტორნებს, კონცეპტუალურ შოურუმსა და Brunch by Gastronome-ს აერთიანებს.

„მოხარულები ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“​ მხარდაჭერით Brunch by Gastronome - ის კიდევ ერთი, რიგით მეხუთე ფილიალი გაიხსნა. “გასტრონომ ჯგუფის” თითოეული ობიექტი ექსკლუზიური, მაღალი ხარისხის პროდუქტებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისით გამოირჩევა. წლების მანძილზე, ჩვენ არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, მათ შორის: პრემიუმ დელიკატესების მაღაზიათა ქსელი - Gastronome, კონცეპტუალური შოურუმი - Kitchen and Living, პრემიუმ ხარისხის რესტორანი - Argentinian Steakhouse, იტალიური რესტორანი Bistro by Gastronome და Brunch by Gastronome - ის რამდენიმე ფილიალი გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ საბანკო პროდუქტებით სარგებლობას არ გულისხმობს და ის სხვადასხვა აქციების ორგანიზებას და მომხმარებლებისთვის შეთავაზებასაც მოიცავს. სამომავლოდ Brunch by Gastronome-ის რამდენიმე ახალი ობიექტის გახსნას ვგეგმავთ და ჩვენს მომხმარებლებს არაერთ სიახლეს შევთავაზებთ“, - განაცხადა გასტრონომის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გეთიაშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics