08:29 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-26 11:40:38, 634 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი - „რივერ პარკი“ შენდება

„თიბისის“ მხარდაჭერით, თბილისში, დიღომი 8-ში, უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიის - Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი, მრავალფუნქციური უბანი - „რივერ პარკი" შენდება.

მტკვრის პირას, უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში, 30 000 მ2  ფართობის პროექტი დაბალი განაშენიანების გენერალური გეგმითა და 4 სართულიანი შენობებით გამოირჩევა.

პროექტის ინფრასტრუქტურა პარკებს, სასეირნო ბილიკებს, საბავშვო გასართობ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებსა და საცურაო აუზს აერთიანებს.

პროექტის ერთ-ერთ მთავარი მახასიათებელია კეთილმოწყობილი, ფუნქციური და უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი საერთო მოხმარების გამწვანებული სახურავები, რომელთა ჯამური ფართობი 1 ჰექტარზე მეტია.

დიღომი 8 გაქირავების კუთხით მოთხოვნადი უბანია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე დიმპლომატიურ და ბიზნეს სექტორში. ბოლო კვლევებით, დიღმის ტერიტორიაზე 26%-ითაა გაზრდილი უძრავი ქონების ფასები. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, „რივერ პარკი" მომხმარებლებისთვის როგორც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე უძრავ ქონებაში გონივრული ინვესტირების შესაძლებლობაა.

პროექტში კვ.მ-ის ფასი 1450$-დან იწყება. გადახდის მოქნილი პირობებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბინა წინასწარ შენატანის გარეშე, თვეში 1000$-დან შეიძინოს.

Index | Wealth Management უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიაა, რომლის პორტფელიც ამჟამად 8 პროექტს ქალაქის შემდეგ უბნებში აერთიანებს: დიღომი 8, ავლაბარი, გლდანი, ორთაჭალა და სხვა. ამ ეტაპისთვის მიმდინარე 4 პროექტი „თიბისის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

Index | Wealth Management-ის პროექტებსა და კომპანიის შესახებ გაეცანით ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics