|
2024-01-11 13:22:52, 1178 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მაინც ველით ლარის სეზონურ გაუფასურებას?
მიგრაციის ეფექტის ეტაპობრივი შემცირების მიუხედავად, წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებულია. ამასთან, სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციაში, როგორც ჩანს, იკვეთება სეზონური გაუფასურების მოლოდინები. კერძოდ, ბოლო პერიოდში, თვე-თვეზე გაანგარიშებით, ვალუტის დეპოზიტების ზრდა უფრო მეტია, საკრედიტო აქტივობის კუთხით კი, ლარი პრევალირებს. ისტორიულად, მსგავსი განვითარება ხშირად ლარის გაუფასურებას იწვევდა, თუმცა სადღეისოდ ეს ტენდენცია არ ჩანს. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა, რომ სექტემბერ-ოქტომბრისგან განსხვავებით, როდესაც სებ-მა 155 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, ნოემბერში მართალია ინტერვენციები კვლავ ამავე მიმართულებით განხორციელდა, თუმცა ოდენობა უკვე საკმაოდ ზომიერი, მხოლოდ 15 მილიონი აშშ დოლარი იყო. ლარის სასარგებლოდ, საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის გრძელვადიანი განაკვეთების გარკვეული შემცირებაც მოქმედებს. კერძოდ, 2023 წლის მე-4 კვარტალში, ლარში დენომინირებულ მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილი აღარ შემცირებულა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)