|
2023-12-13 12:20:41, 524 ნახვა
ეკონომიკა
ტელეკომპანიის CNN-ის ოფიციალურ გვერდზე სტატია, სათაურით „ქართული ღვინის ისტორია - 8 000-წლიანი უწყვეტი რთველი“ გამოქვეყნდა
„საქართველო ამაყად ატარებს ღვინის სამშობლოს ტიტულს” - ასე იწყებს CNN ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე თხრობას. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ამერიკული ტელეკომპანიის CNN-ის ოფიციალურ გვერდზე სტატია, სათაურით „ქართული ღვინის ისტორია - 8 000-წლიანი უწყვეტი რთველი“ გამოქვეყნდა. სტატიაში აღნიშნულია იმ სამეცნიერო დასკვნაზე, რომელიც ასაბუთებს, რომ ღვინის დაყენების 8 000-წლიანი ისტორია სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო. „ვაზის გაშენებისთვის ხელსაყრელი, ზომიერი კლიმატით დაჯილდოებული საქართველოს ლანდშაფტი 525-ზე მეტი ვაზის ადგილობრივი ჯიშის სამშობლო გახდა. სახელგანთქმული ალაზნის ველი, კავკასიონის მთების ფონზე, მეღვინეობის თავშესაფარია, კარგად გაჟღენთილი, მინერალებით მდიდარი ნიადაგების კომბინაციით და სიმაღლით, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინისთვის დამახასიათებელ გამორჩეულ გემოებსა და არომატს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ღვინის დაყენების კულტურა, რომელიც დაიწყო 8 000 წლის წინ, არათუ ოდესმე დავიწყებას მიცემია, არამედ უფრო მეტად განვითარდა და გაძლიერდა. ქართული მევენახეობის ყველაზე გავრცელებული რიტუალი ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციაა. მიწაში ჩაფლული დიდი კონუსისებრი თიხის ჭურჭლის გამოყენება, დუღილის დროს ტემპერატურის ბუნებრივი რეგულირების შესაძლებლობას იძლევა, რაც მას უნიკალურ ტექსტურას და კომპლექსურობას ანიჭებს“, - ნათქვამია სტატიაში. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის სტრატეგიულმა მდებარეობამ ხელი შეუწყო სავაჭრო კავშირებს ევროპასთან, აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან. ფრაგმენტი სტატიიდან: „იმის გამო, რომ ქვევრი „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული, საქართველოს უძველესი მეღვინეობის პრაქტიკა კვლავაც გლობალურად მიმზიდველია... თუ გსურთ აღმოაჩინოთ მეღვინეობის სამშობლო, საქართველო, ქართული ღვინო ნაბიჯ-ნაბიჯ აცოცხლებს ღვინის დაყენების პროცესს ნიადაგიდან ბოთლამდე. სტატიაში საუბარია ასევე ქართულ სამზარეულოზე, საქართველოში დამკვიდრებულ ღვინის ფესტივალებზე და ღვინის ტურებზე, რაც იზიდავს როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ისე ტურისტებს“. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)