03:54 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 12:09:43, 582 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით 2023 წლის წინანდლის პრემია გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ხელოვნების და მეცნიერების სფეროში 2023 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, „წინანდლის პრემია“ გაიმართა.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, წინანდლის პრემიის გამარჯვებულები მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში დასახელდნენ: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
ბაზისბანკმა, ორ ლაურეატს „წინანდლის პრემიის“ სპეციალური ჯილდოები და 4,000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები გადასცა:

ნომინაცია კინოხელოვნება - გაიმარჯვა მსახიობმა სანდრო სამხარაძემ, ანდროს როლის შესრულებისთვის სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ (რეჟისორები გიორგი ლიფონავა და თენგიზ მეგრელიშვილი).

ნომინაცია პროზა - წინანდლის პრემია გადაეცა მწერალ მათე ბაღაშვილს, რომანისთვის „ბეტონებს იქით“ (გამომცემლობა “პალიტრა L”).

„წინანდლის პრემია“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას მხარდაჭერით, 1998 წელს დაფუძნდა. პრემიამ წლების განმავლობაში ხელი შეუწყო ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა იმ თაობის აღმოჩენა-პოპულარიზებას, რომელმაც მომავალში მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა ქართულ კულტურასა და სამეცნიერო დარგებში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics