|
2023-12-07 11:18:28, 669 ნახვა
ეკონომიკა
იური ნოზაძე საქართველო-ჩინეთის სინძიანის პროდუქციის რიგით მე-9 გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე საქართველო-ჩინეთის სინძიანის პროდუქციის რიგით მე-9 გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. იური ნოზაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება, გამოფენის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და ბიზნესკავშირების დამყარებისთვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს მეწარმეებს, იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს; ამასთან, ზრდის საქართველოში საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას. ჩვენი სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველი მეწარმეები ჩინეთის ყველა მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობენ, რაც კავშირების გამყარებას უწყობს ხელს. აღნიშნული გამოფენა ასევე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იქნება როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, ასევე სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა იური ნოზაძემ. გამოფენის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჩინეთის სინძიან-უიგურის ავტონომიური რეგიონის მთავრობის მეთაურის მოადგილე კაიზაიერ აბუდუკერემუმ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენიმ. აღინიშნა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ძალიან ძლიერი საფუძველი არსებობს. აბრეშუმის გზით დაწყებული მეგობრობა, დღეს უკვე ახალ სიმაღლეებს აღწევს. მსგავსი გამოფენები ხელს უწყობს ინიციატივით - „ერთი სარტყელი ერთი გზა“ შექმნილი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, ორმხრივი კავშირების გაღრმავებას, რაც ბიძგს აძლევს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას. ქვეყნებს შორის გააქტიურებული ურთიერთობები და თანამშრომლობა, აუცილებლად მოიტანს კარგ შედეგებს. ღონისძიებას სინძიანის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო ეროვნული პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „საქართველო-ჩინეთის სინძიანის პროდუქციის რიგით მე-9 გამოფენა“ 6-8 დეკემბერს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-4 და მე-5 პავილიონებში ტარდება. გამოფენაზე წარმოდგენილია ჩინეთის სინძიანის რეგიონში წარმოებული პროდუქცია: ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ხილის წვენები, მშრალი ხილი, სუნელები, ტექსტილი და მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია, სასუქები და სხვა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)