|
2023-12-06 16:53:16, 748 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს მხრიდან, შეთანხმებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა მოაწერა ხელი. "აღნიშნული შეთანხმება, ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველს გახდის საქართველოსა და ომანს შორის შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. შეთანხმება ძალაში, ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. მასზე მუშაობა საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის 2014 წელს დაიწყო. ამავე წელს, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს და განხორციელდა ხსენებული შეთანხმების პარაფირება. საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. ამასთან, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ ფრენების ტევადობა და სიხშირე საკუთარი შეხედულებისამებრ. შეთანხმების ხელმოწერა საუდის არაბეთის სამეფოს ქალაქ რიადში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2023) ფარგლებში გაიმართა. #ican2023 საუდის არაბეთში 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება",- ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)