|
2023-11-30 12:27:32, 517 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - CAREC-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი ეკონომიკური ზრდის, საერთო კეთილდღეობისა და მდგრადობის გაძლიერებისთვის ჩვენს რეგიონში
CAREC-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი ეკონომიკური ზრდის, საერთო კეთილდღეობისა და მდგრადობის გაძლიერებისთვის ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დავითაშვილის თქმით, შემუშავებული სტრატეგიებისა და ოპერაციული ჩარჩოების მეშვეობით CAREC-ი მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიმოხილვის პლატფორმას უზრუნველყოფს. "CAREC-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკეთესი პარტნიორობისა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობის კუთხით - მდგრადი ეკონომიკური ზრდის, საერთო კეთილდღეობისა და მდგრადობის გაძლიერებისთვის ჩვენს რეგიონში. შემუშავებული სტრატეგიებისა და ოპერაციული ჩარჩოების მეშვეობით CAREC-ი უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიმოხილვის პლატფორმას და მოქმედებს როგორც ფორუმი, აზრებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების გასაზიარებლად, ექსპერტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით", - განაცხადა დავითაშვილმა. საქართველო წელს პირველადაა CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2016 წელს გაწევრიანების შემდეგ. მინისტერიალს ესწრებიან CAREC-ის მონაწილე ათი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. პროგრამა მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას, მინისტერიალებზე კი განიხილება რეგიონული თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - ვაჭრობის ხელშეწყობა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროები და ა.შ. თბილისში 22-ე მინისტერიალის ძირითადი თემა რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნების და გეგმების განსაზღვრაა. CAREC-ის მიერ შემუშავებული კლიმატის ხედვის დოკუმენტის (Climate Change Vision Document) მიზანია რეგიონის მდგრადობა კლიმატის რისკების მიმართ და ძალისხმევის მიმართვა სითბური აირების შემცირებასა და ნახშირბადის დაბალი გამოყოფის მქონე ეკონომიკაზე გადასასვლელად. "დღევანდელი მინისტერიალის დევიზია „რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება ცვლილებების ეპოქაში". მართლაც, ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფი ცვლილებებისა და მოულოდნელობების ეპოქაში. ჩვენი გუნდური მუშაობის გაძლიერება რეგიონში წარმოადგენს ერთობლივი პროგრესის მიღწევისა და მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის ხელშეწყობის მთავარ გასაღებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტერიალის ფარგლებში ასევე განიხილება CAREC-ის სხვა პრიორიტეტული სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებები, რაც ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას არაერთ სექტორში, მათ შორის - ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)