2015-02-11 11:08:20, 355 ნახვა
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს იწყებს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს იწყებს. პარლამენტის შესაბამისი დადგენილებით, კომიტეტი პირველ მარტამდე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშს გაეცნობა და თითოეული უწყებიდან რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაციას მოისმენს. კომიტეტის მიერ მომზადებული რეკომენდაციები კი, პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან