|
2023-11-15 14:34:36, 853 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლებს ტერმინალის აქციას სთავაზობს
"საქართველოს ბანკი", როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული სერვისების თუ პროდუქტების შეთავაზებას. ამჯერად, ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს ტერმინალით მომსახურების ფარგლებში აქციას სთავაზობს. ის მომხმარებლები, რომლებიც ნოემბერსა და დეკემბერში "საქართველოს ბანკის" სტანდარტულ ან ჭკვიან ტერმინალს სტანდარტული საკომისიოს პირობით, პირველად აიღებენ, აქციაში ჩართვის თარიღიდან 3 თვე ფიქსირებული საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ. 'საქართველოს ბანკის" ტერმინალი ბიზნეს მომხმარებლებს სხვადასხვა უპირატესობას სთავაზობს, კერძოდ:
გარდა ამისა, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, "საქართველოს ბანკის" სხადასხვა აქციით ისარგებლონ, რაც ხელს შეუწყობს მათ, მოიზიდონ ახალი მომხმარებლები და შესაბამისად, გაზარდონ ბიზნესი. ასევე აღსანიშნავია, რომ ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, მათი მომხმარებლები ტერმინალზე "საქართველოს ბანკის" ბარათით გადახდისას ~ PLUS ან MR ქულებს დააგროვებენ. „საქართველოს ბანკის" მთავარ ღირებულებას მომხმარებელი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დროულად ვუპასუხოთ მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და მივაწოდოთ მათზე მორგებული შეთავაზებები. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს ჭკვიანი ტერმინალით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს, რაც მათ, საშუალებას მისცემს ერთი მოწყობილობით მიიღონ როგორც უნაღდო გადახდები, ასევე ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში ისარგებლონ საკონტროლო-სალარო აპარატის ფუნქციით. ჩვენ არ ვჩერდებით, აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განვითარებას, მომხმარებლებზე ზრუნვას და მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას, რომლებიც მათ ბიზნეს პროცესების მართვას გაუმარტივებენ",- აცხადებენ "საქართველოს ბანკში". აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)