|
2023-10-30 12:02:13, 551 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ კორპორაციული ციფრული ბანკი საუკეთესოა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-სგან „თიბისიმ“ რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის, საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და საუკეთესო კორპორაციული ონლაინ UX (სამომხმარებლო გამოცდილება) მსოფლიოში. „თიბისისთვის“ როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა ამ ჯილდოების მიღება. ჩვენი ციფრული კორპორაციული ბანკი საუკეთესოდ აღიარეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, ჩვენ ვქმნით საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას მსოფლიოში. განსაკუთრებით გვიხარია ეს წარმატება, რადგან ჩვენთან ერთად ამ კატეგორიებში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, ეს ჯილდოები ჩვენი გუნდის დამსახურებაა, რომელიც ყოველდღიურად ქმნის და სთავაზობს მომხმარებლებს ციფრულ პროდუქტებსა და მომსახურებას“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა. „თიბისის“ მიერ მოპოვებული ჯილდოები ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე იყო შეფასებული, როგორებიც არის საუკეთესო ციფრული სტრატეგია, ციფრული შეთავაზებების მაღალი ხარისხი და აქტუალურობა, ციფრული პროდუქტების ფართო არჩევანი, არხების დიზაინი და ფუნქციონალი. „ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სწრაფად წინსვლის პირობებში, საუკეთესო ციფრული შეთავაზებების სტანდარტები მუდმივად ვითარდება. ფინანსურ ინსტიტუტებს კი დიჯიტალიზაციის გზაზე მოწინავე პოზიები უკავიათ“, - აღნიშნა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა. ბოლო წლებში, ციფრულ არხებში მომსახურებას განსაკუთრებით დიდი როლი აქვს მომხმარებლის ცხოვრებაში. „თიბისისთვის“ გაციფრულება სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც „თიბისის“ გუნდი ყოველდღე ავითარებს იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გამარტივდეს. Global Finance-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და რეპუტაციული გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში ადევნებენ თვალს. უკვე 36 წელია, რაც დამოუკიდებელი ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს და აჯილდოვებს ფინანსურ ინსტიტუტებს.
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)