09:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 14:07:50, 856 ნახვა

ეკონომიკა
აბრეშუმის გზის ფორუმის გამხსნელ ღონისძიებაში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას

აბრეშუმის გზის ფორუმის გამხსნელ ღონისძიებაში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, რობერტა კასალი მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 26-27 ოქტომბერს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.

"ფორუმის გახსნის ღონისძიებაში, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 26 ოქტომბერს გაიმართება, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი, რობერტა კასალი.

კასალი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური და რისკების მართვის ვიცე-პრეზიდენტია. 2022 წლიდან იგი რისკების მართვის, რეგულირების და ხაზინის დეპარტამენტის ოპერაციებს ხელმძღვანელობს.

2023 წლის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ათი სესია გაიმართება, სადაც განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს შორის იქნება ვაჭრობა, მათ შორის, ელექტრონული კომერციის განვითარება, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, ფინანსური ტექნოლოგიები, ტურიზმი, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. ფორუმი, რომელიც საქართველოში მეოთხედ იმართება, 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics