|
2023-10-18 12:08:04, 1046 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისისა“ და FMO-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„თიბისისა“ და FMO-ს (Dutch Entrepreneurial Development Bank) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერა ამსტერდამში, FMO-ს ღონისძიებაზე „waves of change” შედგა. ღონისძიებას მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის, „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი მეგრელიშვილი და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ქეთი ბიწკინაშვილი. FMO ნიდერლანდების სამეწარმეო განვითარების ბანკია, რომელიც, სხვადასხვა პროექტებითა და ინიციატივებით ხელს უწყობს კერძო სექტორის მდგრად განვითარებას ახალ და განვითარებად ბაზრებზე. ბანკი ძირითადად ფოკუსირებულია სამ სექტორზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ქვეყნის განვითარებაზე: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა და აგრო ბიზნესი, საკვები და წყალი. FMO-ს ღონისძიება „waves of change” უნიკალური პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს თავიანთი იდეები და გამოცდილება გაუზიარონ. ამავე ღონისძიებაზე გაფორმდა „თიბისისა“ და FMO-ს პარტნიორობის მემორანდუმი. „მოხარული ვარ, რომ გრძელდება „თიბისისა“ და FMO-ს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა. ჩვენს პარტნიორობას 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი და ამ დროის განმავლობაში FMO-მ 450 მლნ აშშ დოლარზე მეტი რესურსი გამოყო „თიბისისთვის“, მათ შორის, სუბორდინირებული და ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სესხების სახით. დღეს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ორ მნიშვნელოვან ტრანზაქციას მოიაზრებს, სუბორდინირებული სესხის მობილიზებას ბანკის კაპიტალის გასაძლიერებლად და ასევე საგარანტიო პროგრამას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით რეგიონში მოღვაწე მცირე ბიზნესებსა და ქალ მეწარმეებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო FMO-ს წარმატებული პარტნიორობისთვის და იმედი მაქვს, მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას განვახორციელებთ ერთად“,- აღნიშნა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი მეგრელიშვილმა.
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)