|
2023-10-16 14:26:28, 892 ნახვა
ეკონომიკა
სექტემბერში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი კვლავ რუსეთიდან მიიღო
საქართველოს ეროვნული ბანკი, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. სებ-ის მონაცემებით, სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.9 მლნ აშშ დოლარი (751.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.7%-ით (103.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. "უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.4% მოდიოდა",- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში. უფრო კონკრეტულად კი, ქვეყნების ხუთეული, საიდანაც გასულ თვეში, საქართველოში ყველა მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება: რუსეთის ფედერაცია - 59.47 მლნ აშშ დოლარი სებ-ის ცნობით, 2023 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.9 მლნ აშშ დოლარი (76.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის სექტემბრის (32.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.5%-ით ნაკლებია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)