23:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-30 10:41:23, 629 ნახვა

ეკონომიკა
თორნიკე რიჟვაძე - გვაქვს ამბიციური გეგმა, 2025 წლისთვის აჭარაში ვუმასპინძლოთ 6 მილიონ ტურისტს და შევქმნათ მასშტაბური ინფრასტრუქტურა

ბათუმში, ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება იმართება. ბათუმი ''World Travel Awards''-ის ევროპის გალა ცერემონიას მასპინძლობს. 

საზოგადოებას სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიმართა და მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ცერემონიის მასპინძლობის მნიშვნელობასა და ტურიზმის დინამიკაზე ისაუბრა.

,, განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ წელს აღინიშნება მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების 30 წლის იუბილე, რაც ამ ღონისძიებას კიდევ უფრო სადღესასწაულოს და ღირსშესანიშნავს ხდის.

საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. მისი უნიკალური ანბანი, კულტურა, ღვინის დაყენების ტრადიცია და გამორჩეული ბუნება აღიარებულია იუნესკოს მიერ და დროში გამოგზაურებთ.

ბოლო მონაცემებით, 2023 წლის 8 თვის განმავლობაში აჭარის რეგიონში ვიზიტების რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს, რაც 2022 წელთან შედარებით 46%-იან, ხოლო 2019 წელთან შედარებით 20%-იან ზრდაზე მიუთითებს.

ჩვენი მიზანია მომავალი წლისთვის ორმაგი, ხოლო 2025 წლისთვის - სამმაგი მაჩვენებელი გვქონდეს. გვსურს მოვაწყოთ ინფრასტრუქტურა ექვსი მილიონი ტურისტისთვის, რაც საკმაოდ ამბიციური გეგმაა, თუმცა, მზად ვართ გულდასმით შევასრულოთ გეგმის ყველა ეტაპი, რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგებს.

ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს ტურისტული ინდუსტრიის გამრავალფეროვნებაზე, რათა ბათუმი, აჭარა გახდეს 4 სეზონის მიმართულება"- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics