23:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 15:09:03, 647 ნახვა

ეკონომიკა
ცინცაძე - მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია - მთავარი ფაქტორები საინვესტიციო აქტივობის, საქონლის, მომსახურების და ექსპორტის ზრდაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდა მიმდინარე წლის აგვისტოშიც და არის მოლოდინი, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალ თვეებშიც.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას ისაუბრა, რომლის მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.0%-ს გაუტოლდა.
„მთლიანობაში, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმმართველი ფაქტორები საინვესტიციო აქტივობის, საქონლის და მომსახურების ექსპორტის, მათ შორის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაა", - აღნიშნა ცინცაძემ.

მისი თქმით, სექტორების მიხედვით ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების და სხვადასხვა სერვისების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

„მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად,  ნარჩუნდება მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მცირდება საგარეო მოწყვლადობა, რასაც ხელს უწყობს გონივრული ეკონომიკური პოლიტიკა. ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გაგრძელდება მომავალ თვეებშიც, რაც პოზიტიურად აისახება როგორც სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics