01:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-10 11:39:19, 895 ნახვა

ეკონომიკა
რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023 ქართულ სტენდზე ლატვიის პრეზიდენტს, ედგარ რინკევიჩს უმასპინძლეს

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა, ქართულ სტენდზე  ლატვიის პრეზიდენტს, ედგარ რინკევიჩს და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, დიძის სმიტს უმასპინძლეს. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ბალტიის ქვეყნების ბაზარი, ჩვენი აგროსასურსათო ექსპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ვიმყოფებით  ყველაზე დიდ რეგიონულ გამოფენაზე RIGA FOOD, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით,  წარმოდგენილია 8 ქართული კომპანია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ  ქართულ კომპანიებს საკუთარი პროდუქტის ექსპორტში საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და  სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, რიგაში საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023, 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული თხილი, ღვინო, ნატურალური წვენი, ლიმონათი, ტყემალი, სუნელები, თაფლი და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელები.

გამოფენას RIGA FOOD 2023, 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. მიმდინარე წელს, გამოფენაში 25 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია  მონაწილეობდა. RIGA FOOD 7 სექტემბერს  გაიხსნა და 9 სექტემბერს დასრულდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics