01:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-31 17:44:10, 1018 ნახვა

ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე - ეკონომიკური ზრდის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება და მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება

გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია - მიმდინარე წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.2 % შეადგინა, ხოლო ივლისის ეკონომიკური ზრდა 5.5 % ით განისაზღვრა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, იზრდება საქართველოს მდგრადობა საგარეო შოკების მიმართ, რაც მთავრობის გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისის თვეში ეკონომიკური ზრდის ხელშემყწობი რამდენიმე სექტორი გამოიკვეთა, მათ შორის, ეკონომიკურ ზრდაში  პოზიტიური   წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, მშენებლობის, განათლების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

აღსანიშნავია, იანვარ-ივლისში ექსპორტის ზრდის მიმართულებით არსებული პოზიტიური ტენდენციაც - ის 15.9%-ით გაიზარდა და მოცულობამ 3,583.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

„მთლიანობაში მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საინვესტიციო საქმიანობის ზრდა, ასევე საქონლით ვაჭრობის და ტურიზმის სფეროში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები", - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება და  მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics