11:03 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 12:54:01, 507 ნახვა

პოლიტიკა
ლევან გურგენიძე: ელექტრონული ვიზები ქვეყანაში არალეგალების წარმოქმნას ხელს არ შეუწყობს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან გურგენიძის მტკიცებით, ვიზების ელექტრონულად აღება ქვეყანაში ახალი არალეგალების წარმოქმნას ხელს არ შეუწყობს.

„პირველი სექტემბრიდან საქართველოში ახალი სავიზო რეგულაციები ამოქმედდა. რეგულაციებმა კი გარკვეული კითხვის ნიშნები შექმნა, თუ როგორ შეიძლებოდა ამის ფონზე ტურისტული ნაკადის შემოდინება ეფექტური ყოფილიყო. ქვეყანა არ აპირებს უარი თქვას იმ სიკეთეებზე, რასაც საერთაშორისო ტურიზმი ჩვენს ეკონომიკას უქადის. ჩვენ საზოგადოებას და შემომსვლელ ტურისტულ ნაკადს ახალ ნოვაციას შევთავაზებთ, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ ტურისტს საკონსულოში მიუსვლელად ყოველგვარი დამატებითი ბიუროკრატიისა და დამატები დოკუმენტაციის გარეშე გადმოკვეთოს საზღვარი, მიიღოს ვიზა ელექტრონულად უმარტივესი საშუალებებით და ფორმებით, თუმცა ამავდროულად საზღვარი დაცული იქნება არალეგალური მიგრაციისაგან, შრომითი არალეგალური შემოდინებისაგან და ახალი არალეგალების წარმოშობისაგან ჩვენს ქვეყანაში“,-აღნიშნა გურგენიძემ.

მისივე თქმით, საზღვარი ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება.

„მსოფლიოში არსად არარსებობს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ვიზა ისეთი ფორმით , რომელიც გარანტირებულად აძლევს მოქალქეს საზღვრის კვეთის საშუალებას, თუ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები ან საფრთხეები არსებობს საზღვარი აუცილებლად მობილიზებული და ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება. EVISA  პორტალი თავისთავად მოიცავს იმას, რომ ბაზებში ინტეგრირებულია და რეალურად დროის რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა ყველა შესაბამის კომპეტენტურ უწყებასთან“,-განაცხადა გურგენიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics