11:33 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-10 11:18:10, 1472 ნახვა

ეკონომიკა
შეიძინეთ ცნობილი ბრენდების ტელევიზორები Extra-ზე

თუ ტელევიზორის შეცვლა გადაწყვიტეთ, უპირველესად უნდა გაეცნოთ იმ ფუნქციებისა და მახასიათებლების ჩამონათვალს, რასაც თანამედროვე ტელევიზორი უნდა აკმაყოფილებდეს. 

ტელევიზორის შერჩევისას პირველ რიგში, სწორად უნდა განსაზღვროთ მისი ზომა. საძინებლისთვის რეკომენდებულია სულ მცირე 32 ინჩიანი ტელევიზორი, ხოლო მისაღებ ოთახში  - მინიმუმ 40 ინჩიანი. ტელევიზორის ზომის შერჩევისას  ყურადღება უნდა გამახვილდეს საყურებელ მანძილზე და ოთახის სივრცეზე. 

იმისათვის, რომ გამოსახულება დახვეწილი იყოს და ყველა წვრილმანის აღქმა შეძლოთ, მნიშვნელოვანია ეკრანის გარჩევადობის მაღალი ხარისხი. რეზოლუცია, ანუ გარჩევადობა გამოხატავს პიქსელების რაოდენობას, რაც მეტი პიქსელი აქვს ტელევიზორს, მით უფრო მკვეთრია გამოსახულება და  სურათიც უფრო  დახვეწილია. წლების განმავლობაში, 1920 x 1080 რეზოლუცია, ანუ full HD საუკეთესო იყო, თუმცა მწარმოებლები თანდათან გადავიდნენ  Ultra HD-ზე, რომელსაც ასევე 4K–ს უწოდებენ. 4K მოდელებს აქვთ პიქსელების ოთხჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე HDTV ეკრანებს.  

4K ტელევიზორების ყველაზე დიდი სარგებელი ის არის, რომ ეკრანზე არსებულ პატარა ობიექტებზე უფრო მეტი დეტალის გარჩევა შეგიძლიათ, ასევე ტექსტიც უფრო ნათლად იკითხება. მთლიანობაში, გამოსახულებები უფრო მკაფიოა და რეალურთან ძალიან მიხალოვებულია, ვიდრე HDTV– ზე.  

თანამედროვე ტელევიზორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს wifi სისტემა, რაც მოგცემთ საშუალებას, რომ ს ნივთი გამოიყენოთ ისე როგორც კომპიუტერის მონიტორი, ინტერნეტის მეშვეობით უყუროთ ფილმებს, სპორტულ თამაშებს და ა.შ. 

თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ სად შეიძინოთ ტელევიზორი, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ინტერნეტ მაღაზია extra.ge-ს, რომელიც ტელევიზორების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ, ბრენდების, მოდელებისა და ფასების მიხედვით.

შეარჩიე ტელევიზორი extra.ge - ზე მარტივად, ფასის ზრდადობის ან კლებადობის პრინციპით, მოარგე სურვილები შენს ბიუჯეტს, მონიშნე შენთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლები და საიტი მხოლოდ იმ ვარიანტებს შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. 

აქ ნახავთ როგორც წამყვანი ბრენდების ტელევიზორებს, ასევე ბიუჯეტურ ვარიანტებსაც, რომლებიც აღჭურვილია ყველა საჭირო ფუნქციონალით. 

მაგალითად, Vox-ის სმარტ ტელევიზორს, რომელსაც ახლავს SMART აპლიკაციები: Netflix, Amazon Prime Video, YouTube, Disney +, არის ანდროიდ 11 და რასაკვირველია აქვს ჩაშენებული wifi  - ექსტრაზე 899 ლარად შეიძენთ. 

ამასთან ერთად საიტზე წარმოდგენილია Philips, LG, Samsung, Sony- ის ტელევიზორები, თანამედროვე მახასიათებლებით რომელთა ფასები 1000 ლარიდან იწყება და 4000 ლარამდე ადის. 

გაითვალისწინეთ, რომ ექსტრაზე შეძენილ ნივთს კურიერები მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მოგიტანენ. ექსტრა იძლევა შოპინგის შესაძლებლობას ისე, რომ არ შეწუხდეთ, არ დაიღალოთ და მიიღოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics