21:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 09:57:34, 836 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“ „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის შეჩერებას მოითხოვს

„საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია" „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება და კანონპროექტის განხილვის შეჩერებას მოითხოვს.

როგორც "საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განხილვა უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ  კანონპროექტის შემუშავება დარგის სპეციალისტების და ექსპერტების ჩართულობით არ მოხდება.

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ეძლევა უფლებამოსილება, გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა მოსამართლის ბრძანების გარეშე.

აღნიშნული ცვლილებებით, მაკონტროლებელ ორგანოს ეძლევა საშუალება, თავისი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი დასაბუთებისა და დათქმების გარეშე განახორციელოს მეწარმის საქმიანობის კონტროლი ნებისმიერი, მისთვის სასურველი სიხშირითა და მოცულობით, რაც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების შესაძლებლობას.

დაგეგმილი ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შემოწმების დაუყოვნებლივ დაწყების შესაძლებლობას, როდესაც მაკონტროლებელი ორგანო, 24 საათის განმავლობაში, შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს. ამავდროულად, შუამდგომლობის წარდგენისას, მაკონტროლებელმა უნდა დაასაბუთოს შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.

ა(ა)იპ "საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია”, დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს ნეგატიურად და მოითხოვს შეჩერდეს წარმოდგენილი კანონპორექტის განხილვა, სანამ არ მოხდება  კანონპროექტის შემუშავება დარგის სპეციალისტების და ექსპერტების ჩართულობით",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics