|
2023-06-21 16:22:30, 993 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციიის მიზნით, ჰიროშიმაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციიის მიზნით, იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი HoReCa სექტორის წარმომადგენლები, სომელიეები და იმპორტიორები, ჯამში 50 სტუმარი დაესწრო. "საქართველოს მეღვინეობის კულტურასა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ მომზადებულ ორსაათიან პრეზენტაციას, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Red Bridge დირექტორი, ღვინის ცნობილი მაგისტრი, კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები. ღონისძიების სტუმრებმა ქართული ღვინოების საექსპორტო პოტენციალი და წარმოების მასშტაბებიც განიხილეს. ქართული ღვინის წარდგენის მიზანი გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და პოტენციური იმპორტიორების მოზიდვა იყო. კომპანიასთან „Red Bridge“, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს და მისი საქმიანობა ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ, იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს. იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“ და „Wine and Gourmet Japan“, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში. 2019 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, 2 თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა",- ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)