|
2023-06-19 12:54:45, 1069 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია USAID-ის პროგრამის „ძლიერი სოფლის პროგრამა“ აღმასრულებელ დირექტორს, დინა კარიჩის შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ძლიერი სოფლის პროგრამა“ აღმასრულებელ დირექტორს დინა კარიჩის შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე პროგრამის მიმდინარეობის შუალედური ანგარიში პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, შალვა ფიფიამ წარმოადგინა. "ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის და ყურადღება პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრის განცხადებით, ეფექტიანი და შედეგიანი მუშაობისთვის მნიშვნელოვანია თითოეული პროექტის მიზნებისა და მიღწეული პროგრესის დეტალური გაზიარება, რათა სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული, კონკრეტული სექტორის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები იყოს ერთმანეთის შემავსებელი და მიზნობრივი სეგმენტის საჭიროებებზე ორიენტირებული. საუბარი შეეხო, პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე 11 მუნიციპალიტეტსა და 94 თემში ჩატარებული კვლევის შედეგების მნიშვნელობის საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებასთან ერთად, ითვალისწინებს სამიზნე თემებში მოქმედი საწარმოების მიერ როგორც ადგილობრივი, ისე, საერთაშორისო ბაზრების ათვისების და ეკონომიკური დივერსიფიკაციის მიზნით ინვესტიციების მოზიდვას. ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, რომ პროექტის სამიზნე თემებში, ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით, ამ დროისთვის, ჯამურად, მიღებულია 150-ზე მეტი საგრანტო განაცხადი, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, USAID- ის ეკონომიკური ზრდის ოფისის და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)