08:31 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 10:48:39, 643 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში „ლურჯი მოცვის“ ბაღები გაშენდა

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას. ამჯერად, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის რიონის სოფელ რიყეში, 4.34 ჰა ფართობზე, ლურჯი მოცვის ბაღები გაშენდა.

ბიზნესისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ლურჯი მოცვის 14,000 ნერგის შეძენა/გაშენებას, ჭაბურღილის და სარწყავი სისტემებით მოწყობას მოხმარდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 300,000 ლარი შეადგინა.

“ლურჯი მოცვი” სეზონზე 15 ტონამდე მოსავლის მიღებას გეგმავს, ხოლო მომდევნო წლებში წარმადობა ეტაპობრივად გაიზრდება. პირველ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზება როგორც ქართულ, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებზე განხორციელდება. ბაღებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

„ბაზისბანკთან პარტნიორობით, 4,34  ჰა ფართობზე, წარმატებით გავაშენეთ ლურჯი მოცვის ბაღები. პროდუქციის მოსავალს შემდეგი წლიდან ველოდებით და დაგეგმილი გვაქვს ექსპორტზე გატანა. ბაზისბანკთან თანაშმრომლობის ფარგლებში, სამომავლოდ ვგეგმავთ პროექტების გაღრმავებას სამაცივრე მეურნეობის ხაზით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობით, რეგიონში აგრო მიმართულების გასაძლიერებლად, კიდევ არაერთ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა შპს ლურჯი მოცვის დირექტორმა, გოჩა მესხმა.

„კენკროვანი კულტურების, მათ შორის მოცვის გაშენება, პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში, რაც შესაძლებლობას აძლევს ფერმერს აწარმოოს და სარეალიზაციოდ გაიტანოს მოცვი როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ექსპორტზე. ჩვენი მხრივ კი მუდმივად ვზრუნავთ განვავითაროთ თანაშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ კომპანიებთან, ხელი შევუწყოთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ ლურჯ მოცვს და ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსმა, შმაგი ბრეგაძემ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics