2015-02-06 14:09:27, 423 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის სეიმმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
პოლონეთის სეიმმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, კენჭისყრაზე, საქართველოს ევროპასთან ასოცირებას 439-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ წასულა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.
ცნობისთვის, პოლონეთი მე-13 ქვეყანაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც საქართველო-ევროკავშირისასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია განახორციელეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან