03:26 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 17:06:20, 351 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ კიევში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ უკრაინაში, კიევში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები უკრაინის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ოქსანა სიროიდთან და უკრაინის სამთავრობო ოფისის ხელმძღვანელთან, მინისტრთა კაბინეტის მინისტრის მოადგილესთან ევროინტეგრაციის საკითხებში ნატალია გნიდიუკთან გამართა .
შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოთქვა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობისა და მებრძოლების გამო და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.
მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ანექსიური პოლიტიკის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან „აღმოსავლეთ პარტიორობის“ მონაწილე სახელმწიფოების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა.
საერთო საგარეო პოლიტიკური პრიორიტებების კონტექსტში მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე.
უკრაინის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის, აგრეთვე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის საკითხებს. ამ კუთხით, ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინაში არსებული  გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.  
ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ასევე, შეხვედრა გამართა უკრაინაში ევროკავშირის საკონსულტაციო მისიის (EU advisory Mission (EUAM) ხელმძღვანელთან კალმან მიჟეისთან. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობასა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის შესახებ ისაუბრეს.
„საპარლამენტო დონეზე იგეგმება თანამშრომლობის გაღრმავება და ველოდებით მოლდოვისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციებს საქართველოში. ასევე, განხილულ იქნა ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობა, გაგრძელდება კომუნიკაცია ექსპერტების დონეზე, რათა მოხდეს გამოცდილების და კარგი პრაქტიკის გაზიარება ორ ქვეყანას შორის. ვემზადებით რიგის სამიტისთვის, სადაც გვაქვს მსგავსი მოლოდინები და საერთო საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები.“-აღნიშნა შეხვედრების დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics