11:59 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 18:42:13, 355 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბარამიძის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით, პარლამენტში წერილის შესვლა არ დასტურდება

აფრასიძეების საქმის უახლოეს მომავალში გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გამოეხმაურა. მან   გიორგი ბარამიძის  უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტში წერილის მისვლა არ დაადასტურა.
თუმცა, საგანელიძის თქმით, თუკი რომელიმე პარლამენტის  წევრზე უფლებამოსილების შეჩერებას დასაბუთებულად მოითხოვენ, ამაზე იმსჯელებენ.
"ჯერჯერობით ასეთი წერილი ჩვენამდე არ მოსულა. ასე თუ ისე, მე არ მინახავს.თუ შესაბამისი ინსტანციები მოგვთხოვენ დასაბუთებულად რომელიმე პარლამენტის წევრზე უფლებამოსილების შეჩერებას, ამ შემთხვევაში ვიმსჯელებთ. ჩემთვის კითხვები არსებობს, ის თემა, როგორც ასეთი გახმაურებულია, რომელიც იყო სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემა და მიმალული და მიჩქმალული. როგორც ჩანს,  ბევრ კითხვაზე პასუხი გასაცემია",-განაცხადა დავით საგანელიძემ.
საპარლამენტო უმცირესობა კი, კვლავ პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბრობს:
"ეს არის გარკვეულწილად  პოლიტიკური სპეკულაციების წარმოება ოპონენტების მიმართ, ოპოზიციის მიმართ. რეალურად,  საქმეების გამოძიება კიარა, გარკვეული ისტორიების მოგონება ხდება. ამიტომაცაა,  რომ ყველა საქმეზე საგმოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგებიან",-განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, 2004 წლის 24 მარტს სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციისას მამა -შვილი- ევგენი და ომეხ  აფრასიძეები დაიღუპნენ. სპეცოპერაციისას ასევე ძმები  გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს, რომლებიც 2013 წელს  ამნისტიით გათავისუფლდნენ. ციხის დატოვების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ სამართლიანობას აღადგენდნენ.საქმის გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics