02:25 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 12:03:07, 513 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმში შესაძლოა ევროკავშირის ოფისი გაიხსნას

სოხუმში შესაძლოა ევროკავშირის ოფისი გაიხსნას.

როგორც „აპსნიპრესი“ იუწყება, ოფისის შესაძლო გახსნის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას განაცხადა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა,  ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზეთის მონაწილეობის შესაძლებლობადა და რიგი სხვა საკითხები განიხილეს.

როგოროც „აპსნიპრესი“ წერს, ევროკავშირის წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა განაცხადა, რომ  გალის რაიონის გარდა, გაგრისა და ბიჭვინთის მონახულების საშუალება მიეცა. მან ასევე, ის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მოინახულა,  რომელიც აფხაზეთში  ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, ჰერბერტ ზალბერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი  სოხუმში ოფისის გახსნის შესაძლებლობით არის დაინტერესებული, რათა მუდმივი კავშირი ჰქონდეთ მათ კოლეგებთან თბილისში.

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იმედოვნებს, რომ აფხაზეთი არა  საქართველოს ჭრილში, არამედ მოლპარაკებების დამოუკიდებელ მხარედ განიხილება.

„ვიმედოვნებ, რომ აფხაზეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა სასრგებლო იქნება და აფხაზეთს, არა საქართველოს ჭრილში, არამედ მოლპარაკებების დამოუკიდებელ მხარედ განიხილავთ“,-განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

ჰერბერტ ზალბერმა ხაჯიმბას საპასუხოდ აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამჟამად აფხაზეთს ვერ აღიარებს,  თუმცა მზად არის გადადგას  გარკვეული ნაბიჯები, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics