2015-01-14 11:09:34, 436 ნახვა
საზოგადოება
მამა ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში შაბათს გადმოასვენებენ
მამა ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში შაბათს გადმოასვენებენ.
მისი ცხედარი ამ დროისთვის ქალაქ ბარის პროზექტურაშია დასვენებული და ის ქართულ მხარეს პარსკევს გადაეცემა.
სწორედ ამის შემდეგ გადმოასვენებენ იტალიაში გარდაცვლილ ქართველ სასულიერო პირს საქართველოში.
მამა ილია კარტოზიას საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
შეგახსენებთ, მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი, რომელიც იტალიაში მოსალოცად იყო წასული, ბორან Norman Atlantic-ზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა. უბედურ შემთხვევას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან