18:31 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 16:08:49, 525 ნახვა

საზოგადოება
კვირაცხოვლის კარიერზე წუხელ ძლიერი აფეთქება მოხდა

აბულმუგის ხეობაში მდებარე კვირაცხოვლის კარიერზე წუხელ ძლიერი აფეთქება მოხდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფელ ბალიჭის მცხოვრებმა თამაზ ბერიძემ განუცხადა, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე სახლები ირყეოდა და ნამოსახლარებს განადგურების საფრთხე დაემუქრა.

ჯერჯერობით უცნობია, აფეთქების გამო,  რა მდგომარეობაშია კვირაცხოვლის  ქედის ქვემოთ მდებარე ტაძარი და ისტორიული  ნაგებობები. კვირაცხოვლის ქედი საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროდან  რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაა. აბულმუგის ისტორიული ნამოსახლარი დღეს „არ ემ ჯი გოლდის“ სალიცენზიო ტერიტორიად ითვლება და იქ ამავე კომპანიის თანამშრომლების გარდა არავის უშვებენ.

"ძალიან ძლიერი აფეთქება მოხდა, ისეთი ძლიერი, რომ სახლები, რასაც ქვია,  ირყეოდა, კინაღამ ფანჯრები გადაცვივდა. კვირაცხოვლის კარიერზე მოხდა აფეთქება. არ ვიცით ეკლესიები რა მდგომარეობაშია, მას ნახვა უნდა. იმ ტერიტორიაზე შეგვიშვებენ თუ არა, ეს არავინ იცის",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" თამაზ ბერიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics