19:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 15:27:11, 558 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: მასიური ლაშქრობების განვითარება უნდა მოხდეს

მთავრობა სამთო ტურიზმის განვითარებაზე მუშაობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ჩვენ ვგეგმავთ, სამთო ტურიზმის განვითარების კუთხით სპეციალური პროგრამა გავაკეთოთ, რათა ახალგაზრდობამ, მოსწავლეებმა სკოლის ასაკიდანვე შეიცნონ საქართველო, მასიური ლაშქრობების განვითარება მოხდეს.

ეს იქნება ძალიან კარგი სამთო ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენ არაერთ ადამიანთან ერთად ვმუშაობთ, რომლებიც ამ სფეროში არიან ჩართულები და გამოხატავენ ინიციატივას. ტურიზმის ადმინისტრაციასთან, სპორტისა და კულტურის სამინისტროებთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ზაფხულისა და ზამთრის სეზონისთვის სპეციალური პროგრამები აქვს.

მისივე თქმით, ზაფხულისთვის საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ღონისძიებების გამართვა იგეგმება.

„რაც შეეხება ზამთრის სეზონს, წელს დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით სამთო-სათხილამურო კურორტებზე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ზამთრის სეზონზე კიდევ უფრო დადებითი ტენდენციის შექმნას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics